ბორჯომში, ზანავში „ბორჯომი პროდაქტ კომპანი“-ს ხილის გადამმუშავებელ ქარხანაში ავსტრიულ დანადგარებზე პირდაპირი დაწურვის შედეგად მიღებული და პასტერიზირებული გაუმჭირვალე ვაშლის წვენი (ნატურალური, ყოველგვარი წყლის, შაქრის და სხვა დანამატების გარეშე).
ჩამოსხმულია 210 ლიტრიან ასეპტიკურ ტიკებში, რომლებიც ჩაწყობილია 220 ლიტრიან რკინის კასრებში და დალაგებულია ხის ინდუსტრიულ პალეტებზე (თითოზე 4 კასრი).
საუკეთესო ხარისხის 1 კგ ვაშლში გადახდილია 0,45 ₾ სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ (აქტებს ადგენდა და ხელს აწერდა "ვაშლის შტაბი"-ს წარმომადგენელი).
ვაშლის წვენი წარმოებულია ვაშლის შემდეგი ჯიშებისგან:
გოლდენი, ბანანი, გალა, სტარტი, კეხურა, შაფრანი, ბროცკი
სურვილის შემთხვევაში, დამკვეთს შეგვიძლია ჩამოვუსხათ (მინის ბოთლში ან ე.წ. "ბეგ-ინ-ბოქს"-ში) ჩვენივე წვენის ბაზაზე საბოლოო პროდუქტი დამკვეთის ბრენდის ქვეშ
No Code Website Builder